ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლა გთავაზობთ სასერთიფიკატო კურს სახსრების მოზიდვაში. კურსის ძირითადი მიზანია არამომგებიანი ორგანიზაციისათვის სახსრების მოზიდვის (ფანდ-რეიზინგის) შესახებ ზოგადი ცოდნის მიცემა. კურსის სპეციალური ნაწილი დაეთმობა მედიაში (კინემატოგრაფში, ვიდეო- და ტელე-პროექტებისათვის) სახსრების მოზიდვის გამოცდილებისა და წესებს, დამოუკიდებელი პროდიუსერებისა და კინოს სხვა სპეციალისტებისათვის.
სახსრების მოზიდვა (ლევან ალფაიძე - ბიზნესის განვითარების მენეჯერი @ GT Group LTD)
19 თებერვლიდან - 2 მარტამდე (სამშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი და შაბათი) – 8 შეხვედრა (15 საათი)
სრული ინფორმაცია:
სახსრების მოზიდვა (ფანდ-რეიზინგი) ორგანიზაციის მიერ დასახული მისიის შესასრულებლად საჭირო საშუალებაა. ორგანიზაციული მისიის აღსრულება და მასზე კონცენტრირება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც მედია-ორგანიზაციებს, სტუდიებს, პროდიუსერებს, რეჟისორებს, მუდმივად უწევთ ახალი შემოსავლებისა და დამატებითი სახსრების მოპოვება და ამ სახსრების მოსაზიდად ახალი მეთოდების გამოყენება, საბაზრო წესებზე დამყარებული ქმედებების გამოყენება. ფანდ-რეიზინგის შემოთავაზებული კურსი დაეხმარება სხვადასხვა სამოქალაქო თუ მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებს ფანდ-რეიზინგის, როგორც მართვის/მენეჯმენტის ფუნქციის და როგორც მენეჯმენტის პროცესის შემადგენელი ნაწილის აღქმაში; როგორც ორგანიზაციის ინსტიტუციური განვითარების აუცილებელი პირობის, მნიშვნელობის გააზრებაში.
კურსი მოიცავს შემდეგ ტოპიკებს:
კურსის საფასურია - 450 ლარი; საფასურის გადახდა უნდა მოხდეს სწავლის დაწყების პირველივე კვირას.
მიღება დაიწყო! ბოლო ვადა: 15.02.2013
მსურველებმა უნდა წარმოადგინონ: შევსებული სააპლიკაციო ფორმა, პირადობის მოწმობის ასლი და CV. შეზღუდული ადგილების გამო, მსურველთა რეგისტრაცია მოხდება შემოსული სააპლიკაციო ფორმების მიხედვით.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ჯიპა - ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლა
მარი ბროსეს #2, მესამე სართული. თბილისი, საქართველო
ტელ: (+995) 32 2497501
ელ-ფოსტა: [email protected]