ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

კონფერენცია „საქართველოს ეკონომიკა და მდგრადი განვითარების სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები“

მიმდინარე წლის 18 დეკემბერს ქუთაისის უნივერსიტეტმა პროფესორ- მასწავლებელთა მეორე რესპუბლიკურ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას უმასპინძლა, რომლის ძირითადი თემა იყო „საქართველოს ეკონომიკა და მდგრადი განვითარების სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები“.

კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს მიესალმა ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ლელა ქელბაქიანი და ქუთაისის უნივერსიტეტის სრული პროფესორი ნიკო ჩიხლაძე.

პლენარულ სხდომაზე მეტად საინტერესო მოხსენებები წარმოადგინეს ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, ქუთაისის უნივერსიტეტის სრულმა პროფესორმა რევაზ კაკულიამ (მოხსენება: „სახელმწიფოს ადგილი და როლი გარდამავალი ეკონომიკის საქართველოში“) და ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრულმა პროფესორმა პაატა კოღუაშვილმა (მოხსენება: „ადამიანური კაპიტალის გამოყენების პრობლემები აგრარულ წარმოებაში“).

სამეცნიერო ფორუმზე სულ 65 მოხსენება იქნა წარმოდგენილი. მონაწილეები სამ სექციად განაწილდნენ, სადაც საინტერესო მოხსენებები იქნა წარმოდგენილი და სამეცნიერო დისკუსიაც გაიმართა.

ქუთაისის უნივერსიტეტის დაფინანსებით გამოიცა მაღალპოლიგრაფიულ დონეზე მომზადებული კონფერენციის შრომების კრებული, რომელიც  ყველა მონაწილეს გადაეცა.

{Gallery dir='news/21-12-2010'}

ბოლო სიახლეები