24 დეკემბერს ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით მოეწყო საქველმოქმედო აქცია 25-ე სკოლაში. სტუდენტებმა საჩუქრები მიუტანეს და დამდეგი ახალი წელი მიულოცეს ამ სკოლის სპეციალური ჯგუფის- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს. იქ მისულებს დაგვხვდა უდიდესი სითბო, სიყვარული და მადლიერება.ბავშვები ემოციურად გამოხატავდნენ თავიანთ გრძნობებს ლექსებითა და სიმღერით.
ქუთაისის უნივერსიტეტი მსგავს აქციას მომავალშიც გაიმეორებს.
{Gallery dir='news/28-12-2010'}