ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

თანამშრომლობა ჰავაის წყნარი ოკეანის უნივერსიტეტთან

2010 წლის 23 მარტს ქუთაისის უნივერსიტეტსა და ჰავაის წყნარი ოკეანის უნივერსიტეტს  შორის დაიდო ხელშეკრულება,  რომელიც ითვალისწინებს ორ უნივერსიტეტს შორის სასწავლო-სამეცნიერო სფეროში მჭიდრო ურთიერთობების დამყარებას, სტუდენტთა და მეცნიერ- თანამშრომელთა მობილობას.

ორ უნივერსიტეტს შორის  შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია:

  • სტუდენტების ურთიერთგაცვლა;
  • ერთობლივი მოკლევადიანი სასერტიფიკატო პროგრამის შემუშავება ბიზნეს- ადმინისტრირების მიმართულებით;
  • ერთობლივი საბაკალავრო პროგრამის შემუშავება გლობალური ტურიზმის მენეჯმენტში, რაც ითვალისწინებს სტუდენტებთა ჩარიცხვას აღნიშნულ სპეციალობაზე ქუთაისის უნივერსიტეტში პირველი ორი წლის მანძილზე, ბოლო ორ წელს კი მათ შესაძლებლობა ექნებათ სწავლა განაგრძონ ჰავაის წყნარი ოკეანის უნივერსიტეტში 80%-იანი საგადასახადო შეღავათით;
  • ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები ჰავაის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში ისერგებლებენ 80% -იანი ფასდაკლებით;
  • ჰავაის წყნარი ოკეანის უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების შემთხვევაში ქუთაისის უნივერსიტეტის ბაკალავრები  ისარგებლებენ 50%-იანი საგადასახადო შეღავათით.

სტუდენტის მიერ მიღებული კრედიტები აღიარებული იქნება ორივე უნივერსიტეტის მიერ.


ბოლო სიახლეები