ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

,,ზაფხულის ღამის სიზმარი'' და ,,HELLADOS''

 

ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები,პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის თანამშრომლები ყოველი ახალი სეზონის გახსნისას აწყობს ერთობლივი დასწრების ორგანიზებას ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასის მიერ წარმოდგენილ სპექტაკლებზე. ეს ტრადიცია რა თქმა უნდა არც წელს დარღვეულა.

მსახიობებმა ამჯერად წარმოადგინეს ერთმოქმედებიანი დადგმა-,,HELLADOS-“ ნოდარ დუმბაძის მოთხრობების მიხედვით და  უილიამ შექსპირის კომედია -,,ზაფხულის ღამის სიზმარი“. ნამდვილად სასიამოვნოადა აღსანისნავია ის ფაქტი, რომ გამოიკვეთა სტუდენტთა დიდი ნაწილის დაინტერესება და სიყვარული თეატრალური სამყაროს მიმართ,რასაც  სხვა ფაქტორებთან ერთად განაპირობებს ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობების მაღალი პროფესიონალიზმი, საშემსრულებლო ინდივიდუალიზმი, წარმოდგენების ორიგინალური რეჟისურა და სცენის არაჩვეულებრივი დეკორაცია. განსაკუთრებით  მისასალმებელია ახალგაზრდა მსახიობების ენთუზიაზმი, სცენისა და მაყურებლისადმი უსაზღვრო სიყვარული.

თეატრალური საღამოები კვლავ გაგრძელდება უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლებისათვის.