ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

რა უნდა ვიცოდეთ საბანკო მომსახურების შესახებ

მიმდინარე წლის 29 დეკემბერს პროკრედიტბანკის წარმომადგენლებმა ქუთაისის უნივერსიტეტში მოაწყვეს მასტერ-კლასი თემაზე „რა უნდა ვიცოდეთ საბანკო მომსახურების შესახებ“, რომელიც განხორციელდა პარალელურ რეჟიმში ორ ჯგუფთან. შეხვედრა მიმდინარეობდა  ორი საათის განმავლობაში დებატების ფორმით.  სუფევდა ჯანსაღი გარემო. დაისვა მრავალი საინტერესო და აქტუალური შეკითხვა, რომლებსაც გაეცა სიღრმისეული, ამომწურავი პასუხები.  ბანკის წარმომადგენლები: მარიეტა ჭაბუკიანი, ირინა დავლეტოვა, ნათია თხილაიშვილი და ლევან დვალიძე კმაყოფილი დარჩნენ სტუდენტთა საერთო მომზადების დონით, ხოლო სტუდენტები კი -გულახდილი საუბრით.  დაიგეგმა შემდგომი შეხვედრა მარტის პირველ კვირაში, რომლის თემის შერჩევა მოხდება სტუდენტების მოთხოვნიდან გამომდინარე.  ამ შეხვედრით ქუთაისის უნივერსიტეტში კიდევ ერთ კარგ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი.

{Gallery dir='news/29-12-2010'}

ბოლო სიახლეები