28 დეკემბერს ქუთაისის უნივერსიტეტის თვითმმართველობის ინიციატივითა და რექტორატის მხარდაჭერით გაიმართა წინასაახალწლო შოუ პროგრამა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო უნივერსიტეტის სტუდენტების დიდმა ნაწილმა.
იუმორი,სიმღერა,ხალისიანი განწყობა და ახალი წლის მოლოდინი სუფევდა განათებულ და საზეიმოთ მოწყობილ დარბაზში.
საღამო გაალამაზეს უნივერსიტეტის მხიარულთა და საზრიანთა კლუბის წევრებმა: მაკა ლეჟავამ, მარეხი ხელაძემ, ნანა ქარსელაძემ, ზვიად ბოხუამ, ზვიად ზვიადაძემ, გიორგი გიორგაძემ, გიორგი ჯიშკარიანმა, ლადო მინდელმა და გიორგი ჩიხლაძემ. ჯგუფის ხელმძღვანელი-ზაზა ლეჟავა.
მადლობა ყველას ასეთი ლამაზი დღისათვის.ვულოცავთ სრულიად საქართველოს დამდეგ ახალ 2011 წელს.
{Gallery dir='news/31-12-2010'}