მიმდინარე წლის 16 აპრილს ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე “ინოვაციები ბიზნესში”, რომელიც უნივერსიტეტის დაარსებიდან 75-ე წლისთავს მიეძღვნა.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ქუთაისის უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა: სრულმა პროფესორებმა ნიკოლოზ ჩიხლაძემ და გიორგი ღავთაძემ (მოხსენება ”თანამედროვე მიდგომები რეგიონის ინვესტიციური მიმზიდველობის შეფასებისადმი”) და ასოცირებულმა პროფესორმა გოდერძი შანიძემ (მოხსენება “საქონლის აქტიური გაყიდვის რეზერვები თანამედროვე პირობებში”).