5-6 ივნისს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე "ტურიზმი: ეკონომიკა და ბიზნესი". მასში საქართველოს, თურქეთის, გერმანიის, უკრაინისა და აზერბაიჯანის უნივერსიტეტების პროფესორები და ტურიზმის განვითარებით დაინტერესებული ბიზნესმენები მონაწილეობდნენ.
კონფერენციის პირველ დღეს ბათუმმა უმასპინძლა, მეორე დღეს კი თურქეთის რესპუბლიკის ქალაქმა ტრაპიზონმა, კერძოდ კი შავი ზღვის ტექნიკურმა უნივერსიტეტმა (ცნობისათვის: ამ უნივერსიტეტში 43 ათასი სტუდენტი სწავლობს). მასშტაბურ კონფერენციაზე, რომელიც შვიდ სექციად მუშაობდა 160 მოხსენება იყო წარმოდგენილი. გამოიცა კონფერენციის შრომების კრებული.
ქუთაისის უნივერსიტეტიდან კონფერენციაში მონაწილეობდნენ სრული პროფესორები: გიორგი ღავთაძე, ნიკო ჩიხლაძე, ლელა ქებაქიანი, ასოცირებული პროფესორები: კახაბერ გაბელაშვილი, ნინო ხაზარაძე, ხათუნა შალამბერიძე, ვაჟა გურაბანიძე, ეკატერინე ბაბუნაშვილი, გოდერძი შანიძე, ასისტენტ-პროფესორები: აზა იფშირაძე, ნუნუ ქიქოძე, თეა ვალიშვილი.
კონფერენცია შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტის ბიზნესის უმაღლესი სკოლის, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისა და შავი ზღვის ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა.