ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ტრენინგ-სემინარი ჰააგაში

 

მიმდინარე წლის 18 – 24 იანვარს ჰოლანდიის ქალაქ ჰააგაში გაიმართა, ევროკომისიის მიერ დაფუძნებული Youth In Action პროგრამის ფარგლებში ორგანიზებული ტრენინგ-სემინარი თემაზე: Be the innovators: Make a Social Change. ღონისძიებაში, რომლის მასპინძელიც გახლდათ Global Human Rights Defense, მონაწილეობნენ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტი ანა გუჩუა და დოქტორანტი მირზა ხიდაშელი.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეება გაეცნენ სოციალური საწარმოს სპეციფიკას, მისი ორგანიზების, დაფინანსებისა და მართვის საკითხების ირგვლივ არსებულ ცოდნასა და გამოცდილებას. მონაწილეები შეხვდნენ ფონდებისა და ორგანზიაციების წარმომადგენლებს, რომლებიც მუშაობენ აღნიშნულ სფეროში. შეხვედრების ფარგლებში მოხდა ინფორმაციის გაცვლა მოაწილე ქვეყნებში სოციალურ საწარმოებთან დაკავშრებით არსებული სოციალურ-ეკონომიკური გარემოს შესახებ.