2010 წლის 1-2 მაისს ჩვენმა უნივერსიტეტმა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და „რეგიონული ინიციატივების მხარდაჭერის ფონდთან“ ერთად, უკვე მეორედ უმანსპინძლა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას. ამჟამად, კონფერენციის თემად შერჩეულ იქნა: „რეგიონალიზაცია, თანამედროვე რეგიონული ეკონომიკური და სოციალური პროცესები“.
კონფერენცია მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული, რაც მისი საორგანიზაციო კომიტეტის დამსახურებაა.
სამეცნიერო ფორუმში მონაწილეობდა 8 ქვეყნის, ეკონომიკური მიმართულების 42 სამეცნიერო-სასწავლო თუ სხვა დაწესებულების 97 წარმომადგენელი 76 მოხსენებით.
ნიშანდობლივია, რომ კონფერენციის ჩატარებამდე გამოიცა სამენოვანი, მაღალპოლიგრაფიულ დონეზე შესრულებული 544 გვერდიანი შრომების კრებული, რომელსაც დართული აქვს მონაწილე ავტორებისა და ორგანიზაციების საკონტაქტო ინფორმაცია.
კონფერენციის პლენარული სხდომა გახსნა საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, ქუთაისის უნივერსიტეტის სრულმა პროფესორმა გიორგი ღავთაძემ. სხდომაზე წარმოდგენილ იქნა შემდეგი მოხსენებები:
ქუთაისის უნივერსიტეტიდან მოხსენებები წარადგინეს სრულმა პროფესორებმა: იაკობ მესხიამ, ნიკო ჩიხლაძემ, გიორგი ღავთაძემ, აკაკი ბაკურაძემ, ასოცირებულმა პროფესორებმა: კახა გაბელაშვილმა, ვაჟა გურაბანიძემ, გოდერძი შანიძემ, ხათუნა შალამბერიძემ, ასისტენტ-პროფესორებმა: მავლინა ყიფიანმა, აზა იფშირაძემ, ნანა ლუხუტაშვილმა, დოქტორანტმა ტიტე აროშიძემ.
კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეები ესტუმრნენ გელათის სამონასტრო კომპლექსს და დიდი ინტერესით დაათვალიერეს ტაძრის განახლებული აკადემია.
კონფერენციის ორგანიზების საერთო დონით მონაწილეები კმაყოფილი დარჩნენ და მომავალში მსგავსი დონის სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობის დიდი სურვილი გამოთქვეს.