ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

პროფესორ–მასწავლებელთა და სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია 2008

2008 წ 22–23 მაისს გაიმართა უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებელთა და სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია. პლენარული სხდომა გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა პროფ. ლელა ქელბაქიანმა. ორი დღის მანძილზე სამ სხვადასხვა სექციაზე (ეკონომიკური მეცნიერებები, ჰუმანიტარული, ინფორმატიკა–მათემატიკა) მოსმენილი სამეცნიერო თემების ირგვლივ გაიმართა შინაარსიანი და საინტერესო კამათი, კითხვა–პასუხი, დისკუსია. რექტორატის აკადემიური საბჭოს მიერ დაწესებული პრემიით პროფესორ–მასწავლებელთა შორის დაჯილდოვდნენ სამი საუკეთესო მოხსენების ავტორები ასოც. პროფესორები დავით შავიანიძე (ტერმინის ქართიზაცია–გამოყენებისათვის მიზეზები, შედეგები), მაია ბერაძე (ზოგიერთი კვადრატით ინტეგრირებადი ფუნქციის ასიმპტოტური ოპტიმიზაცია) და ასისტ.პროფ.დეზდემონა მაღლაკელიძე (არამატერიალური აქტივები და მათი ბუღალტრული აღრიცხვის თავისებურებანი).

კონფერენციის მონაწილე ყველა სტუდენტს გადაეცა სიგელი, ხოლო გამორჩეული თემები და მათი ავტორები დაჯილდოვდნენ I, II და III ხარისხის სიგელებით და ფულადი პრემიით.

გამოიცა ქუთასისის უნივერსიტეტის სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილე პროფესორ–მასწავლებელთა სამეცნიერო თემების თეზისები.


ბოლო სიახლეები