ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

,,ჩვენ ყველანი ერთნი ვართ’’

 

30 მაისს გაიმართა ქუთაისის უნივერსიტეტისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ერთობლივი ღონისძიება ხელთნაკეთი ნივთების ,,გამოფენა-გაყიდვა“. იგი საქველმოქმედო ხასიათის იყო და გაყიდული ნივთებიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდა შშმპ-ს. პროექტი ქუთაისის უნივერსიტეტის ეკონომიკის ჯგუფის პირველკურსელმა სტუდენტებმა მოამზადეს- საგანში ,,მოქალაქეობა და დემოკრატია“ ,რომლის ლექტორია -თინათინ მეფარიშვილი. ღონისძიება მთლიანად ორგანიზებული იყო სტუდენტების მიერ. ისინი მადლობას უხდიან ქუთაისის მერიას სტუმრების ტრანსპორტირებისა და უნივერსიტეტს გაწეული დახმარებისათვის. ეკონომიკის ჯგუფის ბავშვები კიდევ ბევრ საინტერესო პროექტს გვპირდება. წარმატებას ვუსურვებთ მათ.{Gallery dir='news/13-05-2014'}