ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

,,თეატრალური იმერეთი''

 

ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თატრში იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ქალაქ ქუთაისის თვითმმართველობის, იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტებისა და  თეტრალური საზოგადოების მხარდაჭერით 30 მაისს დაიწყო და 12 ივნისამდე გასტანს ფესტივალი-,,თეტრალური იმერეთი“, რომელშიც იმერეთის სხვა 14 მხატვრულ კოლექტივთან ერთად მონაწილეობს ქუთაისის უნივერსიტეტის თეატრალური დასი.

ახალგაზრდა სცენისმოყვარულებმა 31 მაისს თეატრის დიდ სცენაზე აჩვენეს გია ჯალაღონიას -,,სიბერის ჟამს ნუ მიმატოვებ“(რეჟისორი ზაზა ლეჟავა). სპექტაკლმა წარმატებით ჩაიარა და გულგრილი არ დატოვა დამსწრე საზოგადოება თეატრალური წარმოდგენის თემატიკითა და შესრულების საკმაოდ მაღალი დონით.

მოყვარულ  მსახიობებს ვუსურვებთ შემდგომ შემოქმედებით წარმატებებს.