2009 წლის 26-28 მაისს ჩვენს უნივერსიტეტში გაიმართა პროფესორ მასწავლებელთა რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდნენ დოქტორანტები და პროფესორ-მასწავლებლები. სულ წარმოდგენილი იყო 35 მოხსენება ეკონომიკის, გამოყენებითი მათემატიკის, ისტორიისა და ფილოლოგიის მიმართულებით.
უნივერსიტეტის დაფინანსებით გამოიცა კონფერენციის შრომათა კრებული.