ქუთაისის უნივერსიტეტმა 2010 წლის 20 აპრილიდან გამოაცხადა კონკურსი შიგასაუნივერსიტეტო საგრანტო პროექტების დაფინანსებაზე (იხ. დებულება).
უნივერსიტეტის მიერ საგრანტო პროექტებისათვის გამოყოფილი თანხა შეადგენდა 25 000 ლარს. საბუთების მიღება წარმოებდა 2010 წლის 20 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით.
სულ წარმოდგენილი იყო სამი პროექტი:
საკონკურსო კომისიამ განიხილა და წარმოადგინა დადებითი დასკვნები შემდეგ ორ პროექტზე: „ქუთაისის უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის სრულყოფა გარემოს მარკეტინგული კვლევის და ანალიზის საფუძველზე“ (93 ქულა) და „რეგიონის ეკონომიკური განვითარების 2011-2015 წლების სტრატეგიის შემუშავება (იმერეთის მაგალითზე)“ (95 ქულა).
აღნიშნული პროექტები დამტკიცდა ქუ-ის აკადემიური საბჭოს მიერ.