ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ხელშეკრულება ქუთაისის უნივერსიტეტსა და კერძო აღმასრულებელ რევაზ სულწაძეს შორის.

 

2014 წლის 25 ივლისს გაფორმდა ხელშეკრულება ქუთაისის უნივერსიტეტსა (წარმომადგენელი უნივერსიტეტის დირექტორი - ნინო ხაზარაძე) და კერძო აღმასრულებელ რევაზ სულწაძეს შორის.

ხელშეკრულების მიზანია ისეთი ერთობლივი პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება, რომელიც მიმართულია საგანმანათლებლო საქმიანობის, სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობისაკენ.

უნივერსიტეტი უზრუნველყოფს ხელშეკრულებით  გათვალისწინებულ ერთობლივ პროგრამებში სტუდენტთა მონაწილეობას, ასევე საკუთრებაში არსებული ბიბლიოთეკისა და აუდიტორიების ხელმისაწვდომობას.

კერძო აღმასრულებელი ჩაატარებს საექსპერტო კვლევა-გამოკვლევებს, ლექცია-სემინარებს, ტრენინგებს და საჯარო  შეხვედრებს აქტუალურ და პრობლემურ საკითხებზე; უზრუნველყოფს ბიბლიოთეკაში არსებული იურიდიული და სხვა ტექნიკური ლიტერატურის ხელმისაწვდომობას და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.

პროექტი მუშაობას იწყებს 2014  წლის 1 ოქტომბრიდან და გაგრძელდება ვიდრე მხარეები არ შეწყვეტენ თანამშრომლობას.

{Gallery dir='news/25-07-2014'}