ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ხელშეკრულება ქუთაისის უნივერსიტეტსა და შპს ,,სასამართლო ექსპერტიზის, არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული ცენტრ“-ს შორის

 

2014 წლის 25 ივლისს ქუთაისის უნივერსიტეტი- დირექტორის ნინო ხაზარაძის  და მეორეს მხრივ შპს ,,სასამართლო ექსპერტიზის, არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული ცენტრი“ - დირექტორის ნინო მუმლაძის სახით ისწრაფიან რა ურთიერთობის განვითარებისა და განმტკიცებისაკენ, მხედველობაში იღებენ პრაქტიკულ და საგანმანათლებლო თანამშრომლობაში ორმხრივ დაინტერესებას, აცნობიერებენ არსებული პოტენციალის სრულად გამოყენების შესაძლებლობას სამართლის დარგში განათლებისა და პროფესიული სრულყოფის მიზნით, ხელშეკრულების საფუძველძე თანხმდებიან ურთიერთთანამშრომლობაზე.

ხელშკრულების მიზანია ქუთაისის უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის პროფესიული პრაქტიკით გათვალისწინებული პროგრამის განხორციელება, სამართლის პრაქტიკული ასპექტის ღრმად და საფუძვლიანად დაუფლება, აკადემიური განათლებისა და თეორიის დაკავშირება რეალურ საქმიანობასთან, პროფესიული ეთიკის ნორმებისადმი პატივისცემისა და სოციალური პასუხისმგებლობისადმი დამოკიდებულების გამომუშავება-სრულყოფა, ზოგადი და დარგობრივი ცოდნის განმტკიცება, დარგობრივ სფეროში სამუშაო უნარების შეძენა და კარიერულ საფეხურზე წინსვლისათვის საჭირო თვისებების გამომუშავება-სრულყოფა.

პროექტი იწყება 2014 წლის 1 ოქტომბრიდან და გრძელდება ვიდრე მხარეები არ შეწყვეტენ თანამშრომლობას.

{Gallery dir='news/25-07-2014'}


ბოლო სიახლეები