ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ხელშეკრულება ქუთაისის უნივერსიტეტსა და შპს ,,აუდიტ პრევენციას“ შორის

 

2014 წლის 25 ივლისს თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა ქუთაისის უნივერსიტეტსა და შპს ,,აუდიტ პრევენციას“ შორის,  რომლის მიზანია ურთიერთობის განვითარება და განმტკიცება პრაქტიკულ და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის. მხარეები აცნობიერებენ არსებული პოტენციალის სრულად გამოყენების შესაძლებლობას სამართლის დარგში განათლებისა და პროფესიული სრულყოფის მიზნით.

ხელშეკრულების ძირითადი მიზანია ქუთაისის უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის პროფესიული პრაქტიკით გათვალისწინებული პროგრამის განხორციელება, სამართლის პრაქტიკული ასპექტის ღრმად და საფუძვლიანად დაუფლება, აკადემიური განათლებისა და თეორიის დაკავშირება რეალურ საქმიანობასთან, პროფესიული ეთიკის ნორმებისადმი პატივისცემისა და სოციალური პასუხისმგებლობისადმი დამოკიდებულების გამომუშავება-სრულყოფა, ზოგადი და დარგობრივი ცოდნის განმტკიცება, დარგობრივ სფეროში სამუშაო უნარების შეძენა და კარიერულ საფეხურზე წინსვლისათვის საჭირო თვისებების გამომუშავება-სრულყოფა.

პროექტი იწყება 2014 წლის 1 ოქტომბრიდან და გრძელდება ვიდრე მხარეები არ შეწყვეტენ თანამშრომლობას.

{Gallery dir='news/25-07-2014'}


ბოლო სიახლეები