ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

15 სექტემბერს სასწავლო პროცესი განახლდა

 

15 სექტემბერს სასწავლო პროცესი განახლდა ქუთაისის უნივერსიტეტში. როგორც ყოველთვის, წელსაც განსაკუთრებული შეხვედრა მოეწყო პირველკურსელთათვის.მათ გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები და მოსაწვევები საღამოს ღონისძიებაზე დასასწრებად.

ეზოში მრავლად შეკრებილ სტუდენტებსა და თანამშრომლებს მიესალმა უნივერსიტეტის დამფუძნებელი პროფესორი - ლელა ქელბაქაიანი. მან მოკლედ ისაუბრა  ქუთაისის უნივერსიტეტის ისტორიასა და მიღწევებზე.

უნივერსიტეტის შიდაგრანტის მფლობელებმა- გიგა დავლიანიძემ(100%),

ლევან ბარათელმა(50%), თამთა შალამბერიძემ(50%) ქუთაისის უნივერსიტეტის ჰიმნის ფონზე აღმართეს უნივერსიტეტის დროშა.

საზეიმო შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა ქალაქ ქუთაისის მერი- ბატონი შოთა მურღულია და საკრებულოს თავჯდომარე დავით დვალი. სტუმრებმა უნივერსიტეტის გრანტის მფლობელებს საჩუქრად წიგნები გადასცეს.

საღამოს 18.00 საათზე კი უნივერსიტეტის სტუდენტებმა- ფოლკლორული ანსამბლის, მხიარულთა და საზრიანთა კლუბის, თეატრალური  დასის წევრებმა  წარმოადგინეს საინტერესო და ორიგინალურ პროგრამა.

საზეიმო  განწყობა კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა მოწვეულმა დიჯეიმ.

{Gallery dir='news/16-09-2014'}


ბოლო სიახლეები