ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ჩასჭიდე ხელი ყველა ადამიანის შესაძლებლობას!

 

30 ოქტომბერს უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში შედგა პროექტის პრეზენტაცია: ,,შეზღუდული შესაძლებლოების მქონე პირთა განათლებისა და დასაქმების თანაბარი ხელმისაწვდომობის ადვოკატირების საპილოტე პროგრამა“.

აღნიშნული პროექტის მიზანია იმერეთის რეგიონში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობა, შშმ პირთა დასაქმების ცენტრის შექმნა, პოტენციურ დამსაქმებელთა შერჩევა,  პროფესიული გადამზადების პროცესში ჩართული პერსონალისთვის ტრენინგების ორგანიზება.

უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის პრეზენტაციის მიზანი კი გახდათ ის, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა იყოს ინფორმირებული ამ კუთხით, რათა ისინი მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები პროგრამაში და თავიანთი წვლილი შეიტანონ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისადმი გამოჩენილ ზრუნვასა და დახმარებაში.