ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

კონკურსი - ერაზმუს მუნდუსის გაცვლითი პროგრამა EMBER

 

ერაზმუს მუნდუსის გაცვლითი პროგრამა EMBER  აცხადებს კონკურსს სტუდენტების, მკვლევრებისა  და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისათვის ევროპის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის, კვლევისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სტიპენდიის მოსაპოვებლად.

მობილობის განხორციელება შესაძლებელია შემდეგ უნივერსიტეტებში:
1. სევილიის უნივერსიტეტი, ესპანეთი
2. ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ესტონეთი
3. ვილნიუსის უნივერსიტეტი, ლიტვა
4. ლინკოფინგის უნივერსიტეტი, შვედეთი
5. მალმოს უნივერსიტეტი, შვედეთი

6. ვენეციის კა-ფოსკარის უნივერსიტეტი, იტალია

7. სალერნოს უნივერსიტეტი, იტალია

8. ლოდზის უნივერსიტეტი, პოლონეთი

9. იენის ფრედერიკ შილერის უნივერსიტეტი, გერმანია

პროგრამა სრულად ფარავს სწავლის, მგზავრობის, დაზღვევის ხარჯებს და უზრუნველყოფს კონკურსში გამარჯვებულს ყოველთვიური სტიპენდიით:
ბაკალავრი - 1000 ევრო
მაგისტრანტი - 1000 ევრო
დოქტორანტი - 1500 ევრო
პოსტდოქტორანტი - 1800 ევრო

კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ:

  • მათ, ვისაც ბოლო ხუთი წლის მანძილზე 12 თვეზე მეტი დრო აქვთ გატარებული ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში (ეს შეზღუდვა არ ვრცელდება მესამე სამიზნე ჯგუფზე (TG3));
  • სტუდენტებს, რომლებსაც კონკურსის მიმდინარეობის პერიოდში შეჩერებული აქვთ აკადემიური სტატუსი;
  • პირველი და დამამთავრებელი კურსის ბაკალავრებს;
  • ბოლო კურსის მაგისტრანტებს;
  • ვისაც უკვე მიღებული აქვს ერაზმუს მუნდუსის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე.


განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2015 წლის 7 იანვარი.


დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ პროექტის ვებ-გვერდი:  http://ember.us.es/