ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

დოქტორანტურაში მისაღები გამოცდების პირობები

ქუთაისის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს  დებულების მე-4 მუხლის საფუძველზე 2010-2011 სასწავლო წლისათვის  დოქტორანტურაში  მისაღები გამოცდების ჩატარების მიზნით ვბრძანებ:

2010-2011 სასწავლო წლისათვის  დოქტორანტურაში  მისაღები გამოცდები ჩატარდეს შემდეგი მოთხოვნების დაცვით:

1. დოქტორანტურაში მისაღები გამოცდების ჩატარების ფორმა

1.1. სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვისათვის აუცილებელია ორი გამოცდის ჩაბარება სპეციალობასა და უცხო ენაში (ინგლისური, ფრანგული ან გერმანული ენა).

1.2. გამოცდების ჩატარებაზე პასუხისმგებელია უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით დამტკიცებული საკონკურსო კომისიები.

1.3. უცხო ენაში გამოცდა არის B2 დონის შესაბამისი. B2 დონის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე კონკურსანტები თავისუფლდებიან უცხო ენაში მისაღები გამოცდისაგან.

1.4.  გამოცდა უცხო ენაში ტარდება წერითი, ხოლო სპეციალობაში - ზეპირი ან წერითი ფორმით.

1.5. კონკურსანტის შეფასება ხდება 100-ქულიანი სისტემით.

2. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი

მინიმალური კომპეტენციის ზღვარი უცხო ენაში  განისაზღვროს - 51  ქულით.

3. გამოცდების ჩატარების ვადები

3.1 დოქტორანტურაში მისაღები გამოცდა უცხო ენაში  ჩატარდეს 2011 წლის  17 იანვარს.

3.2 გამოცდები სპეციალობაში ჩატარდეს 2011  წლის 25 იანვარს.

 

რექტორი:  პროფ. ლელა ქელბაქიანი


ბოლო სიახლეები