ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

21მარტი-ქართული ჟურნალისტიკის დღე

 

ქართული ჟურნალისტიკის დღე საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 1993 წელს ერთობლივად დააწესეს და უკვე 22 წელია  ტრადიცია არ ირღვევა.

ეს ტრადიცია არც ქუთაისის უნივერსიტეტს დაურღვევია და 21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე მიულოცა  ჟურნალისტებს. სახალისო ღონისძიებაზე თავი მოიყარეს ქალაქის თითქმის ყველა ჟურნალ-გაზეთის, ტელევიზიისა და პრეს-სამსახურების წარმომადგენლებმა.

შეხვედრა ძალიან საინტერესო, ორიგინალურ ფორმატში წარიმართა და სტუმრებმა დიდი ხალისით მიიღეს მასში მონაწილეობა.

გასართობ-შემეცნებითი პროგრამა ითვალისწინებდა კრეატიული კარნახის, კითხვა-პასუხის, სიმღერისა და ცეკვის კონკურსს, ორიგინალური რეპორტაჟის მომზადებას.

ჟურნალისტებმა მიცემულ დავალებებს შესანიშნავად გაართვეს თავი. დავალებებს შორის პაუზებს კი თავიანთი შემოქმედებით ავსებდნენ  უნივერსიტეტის  სტუდენტები.

კონკურსს აფასებდა კომპეტენტური ჟიური. საღამო სახალისო, შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი გამოვიდა.

დასასრულს კი ჟურნალისტებმა გულწრფელი მადლობა გადაიხადეს ასეთი ლამაზი, თბილი დახვედრისა და პროფესიული დღის მილოცვისათვის.

{Gallery dir='news/23-03-2015'}