ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

მოიპოვე ქუთაისის უნივერსიტეტის გრანტი

 

28 მარტს ქუთაისის უნივერსიტეტში ჩატარდა ტესტირება ზოგად უნარებში ქუთაისის უნივერსიტეტის  აკრედიტებულ საბაკალავრო პროგრამებზე სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად. გრანტი გათამაშდება ქუთაისის უნივერსიტეტში ჩარიცხულ აბიტურიენტებსწ შორის. მათგან I, II, III შედეგის მქონე პირები შესაბამისად მიიღებენ ერთ 100 %-იან და ორ 50 %-იან დაფინანსებას.

თუ გამარჯვებულები პარალელურად მოიპოვებენ სახელმწიფო გრანტს, უნივერსიტეტის მიერ დაწესებული გრანტი შეუნარჩუნდებათ სტიპენდიის სახით.

ტესტირებაში მონაწილეობაზე რეგისტრაცია გაიარა 600-მდე აბიტურიენტმა - დასავლეთ საქართველოსა და ქუთაისის კერძო და საჯარო სკოლებიდან. ტესტირება ერთიანი ეროვნული გამოცდების იდენტურად მიმდინარეობდა.

დამკვირვებლებად აუდიტორიებში უნივერსიტეტის თანამშრომლებთან ერთად ქუთაისის უნივერსიტეტის აქტიური და მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებიც იმყოფებოდნენ.

კონკურსის შედეგები  ცნობილი გახდება და გამოქვეყნდება  უნივერსიტეტის ვებ.გვერდზე ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის დასრულებისთანავე