ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ახალი გამოცემა

 

ჩვენი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა პაატა კლდიაშვილმა თანაავტორობით გამოსცა ლექციების კურსი „საჯარო ფინანსების ადმინისტრირება“ (ქუთაისი, „მბმ-პოლიგრაფი“, 2015, -200 გვ.). სახელმძღვანელო მომზადებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის - „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება“ (G-PAC) - ფარგლებში. აღნიშნული პროგრამის განხორციელება შესაძლებელი გახდა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით, რომლის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა ბატონმა პ. კლდიაშვილმა.

წიგნი დიდ სარგებლობას მოუტანს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს, მეცნიერ-მკვლევარებსა და ამ საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა წრეს.