ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

დასაქმების ფორუმი 2015

 

ქუთაისის უნივერსიტეტმა  წელს უკვე მეხუთედ მიიღო მონაწილეობა  დასაქმების ფორუმში, ამ პროექტის  დახმარებით  უკვე დასაქმებულია  უნივერსიტეტის არაერთი  კურსდამთავრებული.

8 მაისს ბათუმში სასტუმრო ,,შერატონში“ ჩატარდა  დასაქმების ფორუმი - 2015. ქუთაისის უნივერსიტეტის  მეოთხე კურსის მაღალი რეიტინგისა და გამორჩეული აქტივობის სტუდენტებმა  რექტორატის  ინიციატივითა და მხარდაჭერით მონაწილეობა მიიღეს აღნიშნულ ფორუმში, სტუდენტები შეხვდნენ საბანკო, სადაზღვევო და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს. გაეცნენ მათ მიერ წარმოდგენილ ვაკანსიებს, ადგილზე მოხდა გასაუბრება და სურვილისამებრ დატოვეს შევსებული სააპლიკაციო ფორმები. ვუსურვოთ ფორუმის მონაწილეებს დასაქმების რეალური შანსის გამოყენება და წარმატებები.

{Gallery dir='news/11-05-2015'}


ბოლო სიახლეები