ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

სტუდენტური კვლევის პრეზენტაცია.

 

ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებმა სულ რამდენიმე თვეა რაც ჩამოაყალიბეს ,,ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტური კვლევისა და განვითარების ცენტრი’’. მიუხედავად მცირე პერიოდისა მათ უკვე საკმაოდ დიდი სამუშაოს შესრულება შეძლეს: ახალგაზრდები მოსახლეობის სხვადასხვა სოციალურ ფენებში- ბანკებში, ბაზრობებზე ,  სასწავლო დაწესებულებებში აწარმოებენ გამოკითხვებს სხვადასხვა  მიმართულებითა და აქტუალური თემების გათვალისწინებით. შემდგომ ამისა კი აჯამებენ და აანალიზებენ მიღებული კვლევის შედეგებს.

21 მაისს სტუდენტებმა საკონფერენციო დარბაზში ერთ-ერთი ასეთი კვლევის შედეგების პრეზენტაცია  მოაწყვეს თემაზე: ,,საბანკო სისტემის მომსახურების თანამედროვე ტენდენციები“.
ცენტრის აქტიურმა წევრებმა დამსწრე საზოგადოებას წარმოუდგინეს აღნიშნული მიმართულებით ჩატარებული კვლევისა და გამოკითხვის შედეგები.

პრეზენტაციას დაესწრნენ ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორ - მასწავლებლები და სტუდენტები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. აუდიტორიის მხრიდან გაიჟღერა  ბევრმა საინტერესო შეკითხვამ და მოსაზრებამ. იყო  რეკომენდაციები, შენიშვნებიც, რომლებიც სასურველია მომავალში გაითვალისწინონ ახალგაზრდებმა მორიგი გამოკითხვისა და შედეგების შეჯამებისას.

{Gallery dir='news/29-05-2015'}


ბოლო სიახლეები