ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

 

პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა, რომელიც უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია  ყოველწლიურად აღინიშნება მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა - განვითარებისათვის.

ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები  წელს,  პირველ ივნისს აიპ განვითარებისა და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ ,,თაირის“-ს  ესტუმრნენ, რათა ერთი დღე ცენტრის მოზარდებთან ერთად  გაეტარებინათ. ახალგაზრდებმა ბავშვებს ტკბილეული მიუტანეს, რითაც ძალიან გაახარეს ისინი. ბავშვები თავისუფლად  შემოვიდნენ კონტაქტში: გაეცნენ სტუმრებს, ერთად დაათვალიერეს  სამუშაო, სასწავლო და გასართობი ოთახები; გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები. აღსანიშნავია, რომ  სტუმარებმაც და მასპინძლებმაც ერთმანეთის მიმართ გამოხატეს  უდიდესი სითბო. სტუდენტების  ყურადღება, თანადგომა  და სოლიდარობა რა თქმა უნდა ამ ერთი დღით არ შემოიფარგლება და ისინი უახლოეს მომავალში კვლავ ესტუმრებიან ,,თაირისის“ ბენეფიციალებს, რამეთუ მსგავსი ღონისძიებების მოწყობა  ქუთაისის უნივერსიტეტისათვის ტრადიციადაა ქცეული.

{Gallery dir='news/02-06-2015'}



ბოლო სიახლეები