ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

კიდევ ერთი ტრეინინგ–სემინარი ციფრულ მარკეტინგში... იჩქარეთ და დარეგისტრირდით ახლავე!!!

ევროკავშირის „ტემპუს“ პროგრამის „კრუიზ–ტ“ პროექტის ფარგლებში ამა წლის 20–21 ივლისს

ქუთაისის უნივერსიტეტში დილის 10 სთ–დან 13:00 სთ–მდე ჩატარდება 2 დღიანი ტრეინინგები ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.

 

ტრეინინგები ჩატარდება ევროპელი ექსპერტების მიერ ერთდროულად სხვადასხვა აუდიტორიებში სხვადასხვა თემებზე:

 

აუდიტორია 401

ტრენერები: იანა კუჩეროვა და ლიუდმილა სმარდოვა (სლოვაკეთი)

თემები:

–        ტურიზმის მდგრადი განვითარება

–        კვლევის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მეთოდები

–        ტურიზმის მიწოდების ანალიზი

–        საშინაო დავალება (ქუთაისის „ქეისი“)

 

აუდიტორია 308

ტრენერი: ნატალი ბალჩი (გერმანია)

თემები:

–        სერვისის ხარისხი სტუმარმასპინძლობის სექტორში: გაუმჯობესების შესაძლებლობები და ხერხები

–        სერვისის კულტურა

–        სერვისის პროგრამები და პროექტები

–        საჩივრების მართვა

–        ლოდინის დროის მართვა

–        კრიტიკული ინციდენტების დროს გამოსაყენებელი ხერხები

–        ფარული შემოწმებები

 

აუდიტორია 306

ტრენერი: გერგანა ჟელიაზკოვა (ბულგარეთი)

თემები:

–        დანიშნულების ადგილის განვითარება, მენეჯმენტი და პოზიციონირება ეკონომიკურად მდგრადი ტურიზმის განვითარებისთვის

–        დანიშნულების ადგილის პოზიციონირება, ბრენდინგი და იმიჯის განვითარება

–        დანიშნულების ადგილის მარკეტინგის & პოზიციონირების სტრატეგიები

–        SWOT ანალიზი

–        დანიშნულების ადგილის მდგრადობის გაზომვა ტურიზმის ევროპული ინდიკატორული სისტემით

აუდიტორია 303

ტრენერი: მანუელ დემეთცი (იტალია)

თემები:

 

–        დანიშნულების ადგილზე მართვის ორგანიზაციის (DMO) მენეჯმენტი

–        დანიშნულების ადგილისთვის უნიკალური გასაყიდი წერტილის (USP) ფორმირება

–        DMO & სამომხმარებლო ბრენდის მენეჯმენტი

–        მომხმარებლის „თარგეთირება“ (ორიენტაციის აღება) და მოგზაურობა

–        ციფრული მარკეტინგი

 

ტრეინინგზე დასწრების მსურველებს, გთხოვთ, წინასწარ გაიაროთ რეგისტრაცია პროფ. ელგუჯა დეისაძესთან 102–ე აუდიტორიაში (მობ.:599 94-40-34).სტუდენტმა წინასწარ უნდა აირჩიოს მისთვის სასურველი ტრეინინგის კურსი.

 

აქტიური სტუდენტები დაჯილდოვდებიან სერთიფიკატებით.


ბოლო სიახლეები