ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

3 დღიანი ტრეინინგ–სემინარი ქუთაისის უნივერსიტეტში

 

ევროკავშირის „Tempus“ პროგრამის „PEOPLE“ -ის პროექტის ფარგლებში ამა წლის 22 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით ქუთაისის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება 3 დღიანი ტრეინინგ-სემინარი (იხ. ბმული “დღის წესრიგი“)

 

ტრეინინგ-სემინარის ორგანიზატორები არიან აღნიშნული პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები – ქუთაისის უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ტრეინინგზე დასწრების უფლება აქვს ნებისმიერი უნივერსიტეტის და საჯარო დაწესებულების თანამშრომლებს, რომლებიც ადამიანური რესურსების მართვის და სტრატეგიული დაგეგმვის პროცესის საკითხებით არიან დაინტერესებულნი.

 

ტრეინინგზე დასწრების მსურველებს, გთხოვთ, წინასწარ გაიაროთ რეგისტრაცია ასისტენტ პროფ. ელგუჯა დეისაძესთან 102–ე აუდიტორიაში (მობ.: 599 94-40-34).

 


ბოლო სიახლეები