ევროკავშირის „Tempus“ პროგრამის „PEOPLE“ -ის პროექტის ფარგლებში ამა წლის 22 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით ქუთაისის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა სამდღიანი ტრეინინგ-სემინარი შემდეგ თემებზე:
10. სტრატეგიული დაგეგმვის პროცესი
ტრეინინგ-სემინარის ორგანიზატორები იყვნენ აღნიშნული პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები – ქუთაისის უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. გარდა ორგანიზატორი უნივერსიტეტების თანამშრომლებისა ტრეინინგ-სემინარს ესწრებოდნენ აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ადგილობრივი საჯარო დაწესებულებების – ა(ა)იპ–ების წარმომადგენლები.
ტრეინინგი საკმაოდ ინტერაქტიულად წარიმართა, დაისვა ბევრი შეკითხვა და გაჩაღდა საინტერესო დებატებიც. კმაყოფილმა აუდიტორიამ ფეხზე ადგომით და ტაშით დააჯილდოვა ორგანიზატორი უნივერსიტეტის ტრენერები, რომლებმაც ევროკავშირის აღნიშნული პროექტის პირველ ეტაპზე თავად გაიარეს ადამიანური რესურსების მართვისა და სტრატეგიული დაგეგმარების კურსი ლისაბონისა და ბარსელონის პარტნიორ უნივერსიტიტებში.
დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.
{Gallery dir='news/28-07-2015-2'}