ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

საკოორდინაციო-სამუშაო შეხვედრები ქ. ხერსონში

 

ევროკავშირის „TEMPUS“ პროგრამის „Cruise-T“ პროექტის ფარგლებში 6-13 სექტემბერს უკრაინის ქ. ხერსონში შედგა საკოორდინაციო-სამუშაო შეხვედრები. ეს პროექტი მიზნად ისახავს შავი ზღვის რეგიონში (საქართველო და უკრაინა) საკრუიზო ტურიზმის განვითარებისათვის კომპეტენციის ცენტრების ქსელის შექმნას, რომლის ძირითადი ამოცანა აღნიშნულ რეგიონში ზოგადად ტურიზმის ხელშეწყობა და განვითარებაა ტურისტული კვლევების რეგულარულად ჩატარებითა და პროფესიული საკონსულტაციო მომსახურების გაწევის გზით.

 

შეხვედრებზე პროექტში მონაწილე ქართულმა და უკრაინულმა პარტნიორმა უნივერსიტეტებმა წარმოადგინეს გაწეული მუშაობის ანგარიში ძირითადი სამუშაო პაკეტების მიხედვით, ხოლო ევროპელი ექსპერტების მიერ ჩატარებული სემინარ-ტრეინინგების შემდეგ დასახეს საკუთარი სამოქმედო გეგმები, რომლებიც უნდა განხორციელდეს პროექტის ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში. სემინარ-ტრეინინგებს პარტნიორი უნივერსიტეტების ადმინისტრაციულ აკადემიურ პერსონალთან ერთად ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებიც ესწრებოდნენ.

 

შეხვედრებზე სამუშაო ჯგუფს ქუთაისის უნივერსიტეტის (ქუ) მხრიდან წარმოადგენდა:

 

  1. ლელა ქელბაქიანი - უნივერსიტეტის დამფუძნებელი;
  2. ნინო ხაზარაძე - ასოცირებული პროფესორი;
  3. ელგუჯა დეისაძე - ასისტენტ პროფესორი;
  4. გიორგი ჭუმბურიძე - ასისტენტ პროფესორი;
  5. მამუკა საღრიშვილი - მე-3 კურსის სტუდენტი;
  6. ლია სალუქვაძე - მე-4 კურსის სტუდენტი;
  7. ლევან ბერიკაშვილი - მე-3 კურსის სტუდენტი;
  8. ვაჟა ფურცხვანიძე - მე-2 კურსის სტუდენტი.

 

უნდა აღინიშნოს, რომ პროექტის ფარგლებში ქუთაისის უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული სამუშაოები ტურიზმის კვლევა-განვითარებისა და კონსალტინგის მიმართულებით შეფასდა ძალიან დადებითად, ასევე ძალიან პოზიტიური შეფასება მოჰყვა ქუ-ის მირ წარმოდგენილ უახლეს სამოქმედო გეგმებსაც, რომლებიც მკაფიოდ, ლოგიკურად და სტრუქტურიზებულად იქნა ჩამოყალიბებული.

{Gallery dir='news/18-09-2015-1'}


ბოლო სიახლეები