ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ჩვენი სტუდენტების წარმატებული გამოსვლა ხერსონის საზაფხულო სკოლაში

 

ევროკავშირის „TEMPUS“ პროგრამის „Cruise-T“ პროექტის ფარგლებში 6-13 სექტემბერს უკრაინის ქ. ხერსონში საკოორდინაციო-სამუშაო შეხვედრების პარალელურად პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტების წარჩინებული სტუდენტებისთვის ჩატარდა საზაფხულო სკოლა.

 

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობდნენ სტუდენტები შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, უკრაინა, გერმანია, ბულგარეთი და სლოვაკეთი. ქუთაისის უნივერსიტეტი წარმოდგენილი იყო 4 სტუდენტით:

 

  1. მამუკა საღრიშვილი - მე-3 კურსის სტუდენტი;
  2. ლია სალუქვაძე - მე-4 კურსის სტუდენტი;
  3. ლევან ბერიკაშვილი - მე-3 კურსის სტუდენტი;
  4. ვაჟა ფურცხვანიძე - მე-2 კურსის სტუდენტი.

 

მამუკა საღრიშვილმა და ლია სალუქვაძემ მეტად საინტერესოდ და თვალსაჩინოდ წარმოადგინეს მიმდინარე წელს ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ განხორციელებული ტურისტული კვლევების შედეგები.  საველე კვლევები ჩატარდა 3 ეტაპად თებერვლიდან აგვისტოს ჩათვლით  ქუთაისის და მისი შემოგარენის ტურისტული დანიშნულების ადგილებში, ქუთაისის აეროპორტსა და სასტუმროებში.  წინასწარ შედგენილი კითხვარებით გამოკითხული იქნა 1000–ზე მეტი უცხოელი ტურისტი.

 

საზაფხულო სკოლის ფარგლებში ჩატარდა ინგლისური ენის მეცადინეობები და ტრეინინგ–სემინარები, ასევე კულტურულ–გასართობი ღონისძიებებიც. ტრეინინგ-სემინარები თემატიკის მიხედვით 4 სექციად იქნა დაყოფილი:

 

  1. მომსახურება და მომსახურების ხარისხი;
  2. სოციალური ქსელები და ინფორმაციული ტექნოლოგიები ტურიზმში;
  3. ტურისტული დანიშნულების ადგილების განვითარება;
  4. ეკო-ტურიზმი.

თითოეულ სექციას ესწრებოდნენ როგორც სტუდენტები, ასევე ლექტორ-მასწავლებლებიც. ტრეინინგ-სემინარების დასრულების შემდეგ სტუდენტებს თითოეული სექციიდან უნდა შეეჯამებინათ განხილული მასალა და პრეზენტაციის სახით წარმოედგინათ ფართო აუდიტორიის წინაშე.

 

ქუთაისის უნივერსიტეტის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ 4 სექციიდან 2 სექციის პრეზენტაცია ჩვენი სტუდენტების მონაწილეობით განხორციელდა. მამუკა საღრიშვილის (სექცია 2) და ლია სალუქვაძის (სექცია 3) დამაჯერებელ გამოსვლებს დარბაზში დიდი მოწონება და მქუხარე ტაში მოჰყვა.

 

საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტების აქტივობა ყველგან თვალშისაცემი იყო, ხოლო მათი გამოსვლები – შინაარსიანი და წარმატებული.

 

 

{Gallery dir='news/18-09-2015-2'}

ბოლო სიახლეები