ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

მემორანდუმი უნივერსიტეტებს შორის

 

ევროკავშირის „TEMPUS“ პროგრამის „Cruise-T“ პროექტის ფარგლებში 6-13 სექტემბერს უკრაინის ქ. ხერსონში გაიმართა მორიგი საკოორდინაციო-სამუშაო შეხვედრები და პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტების წარჩინებული სტუდენტებისთვის ჩატარდა საზაფხულო სკოლა.

 

„Cruise-T“ პროექტი მიზნად ისახავს შავი ზღვის რეგიონში (საქართველო და უკრაინა) საკრუიზო ტურიზმის განვითარებისათვის კომპეტენციის ცენტრების ქსელის შექმნას, რომლის ძირითადი ამოცანა აღნიშნულ რეგიონში ზოგადად ტურიზმის ხელშეწყობა და განვითარებაა ტურისტული კვლევების რეგულარულად ჩატარებითა და პროფესიული საკონსულტაციო მომსახურების გაწევის გზით. პროექტში მონაწილეობს 7 სხვადასხვა ქვეყნის (გერმანია, იტალია, სლოვაკეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, უკრაინა და საქართველო) 20 პარტნიორი ორგანიზაცია.

 

მეტად დატვირთული სამუშაო გრაფიკის ფონზე პარტნიორ უნივერსიტეტებსა და მასპინძელ უნივერსიტეტს შორის გააფორმდა ორმხრივი ხელშეკრულებებიც. მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ დაიდო ხერსონის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შპს „ქუთაისის უნივერსიტეტს“ შორისაც, რომელსაც ხელი მოაწერეს ჩვენი მხრიდან საზოგადოების დირექტორმა ნინო ხაზარაძემ და ხერსონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან რექტორმა ვასილ სტრატონოვმა.

 

 

 

{Gallery dir='news/18-09-2015-3'}

ბოლო სიახლეები