ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ქ. ქუთაისში ინფო–ტურის დაგეგმვა უკრაინული ტურ–ოპერატორებისთვის

 

ევროკავშირის „TEMPUS“ პროგრამის „Cruise-T“ პროექტის ფარგლებში 6-13 სექტემბერს უკრაინის ქ. ხერსონში გაიმართა მორიგი საკოორდინაციო-სამუშაო შეხვედრები და პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტების წარჩინებული სტუდენტებისთვის ჩატარდა საზაფხულო სკოლა.

 

„Cruise-T“ პროექტი მიზნად ისახავს შავი ზღვის რეგიონში (საქართველო და უკრაინა) საკრუიზო ტურიზმის განვითარებისათვის კომპეტენციის ცენტრების ქსელის შექმნას, რომლის ძირითადი ამოცანა აღნიშნულ რეგიონში ზოგადად ტურიზმის ხელშეწყობა და განვითარებაა ტურისტული კვლევების რეგულარულად ჩატარებითა და პროფესიული საკონსულტაციო მომსახურების გაწევის გზით. პროექტში მონაწილეობს 7 სხვადასხვა ქვეყნის (გერმანია, იტალია, სლოვაკეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, უკრაინა და საქართველო) 20 პარტნიორი ორგანიზაცია.

 

მეტად დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად ქუთაისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი  და ამავე დროს ქ. ქუთაისის საკრებულოს წევრი ქ–ნ ლელა ქელბაქიან შეხვდა ქ. ხერსონის და ხერსონის რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და რეგიონში მოქმედ ტუროპერატორებს. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ქ. ქუთაისის და მისი შემოგარენის ტურისტული პოტენციალის გაცნობა, ხერსონის რეგიონში წამყვან ტურ–ოპერატორებთან კავშირების დამყარება და მათი საინფორმაციო ტურის დაგეგმვა ქ. ქუთაისში.

 

ხერსონის ადმინისტრაცია დიდი ინტერესით შეხვდა აღნიშნულ შეთავაზებას. ამჟამად მიმდინარეობს გეგმის ცალკეული დეტალების დაკონკრეტება, რათა უახლოეს მომავალში მოხერხდეს ხერსონის რეგიონის წარმომადგენლობითი დელეგაციის სტუმრობა ქუთაისში.

 

საბოლოო ჯამში, ამ ძალისხმევას უნდა მოჰყვეს ჩვენს ქალაქში უკრაინელი ტურისტების ნაკადის კიდევ უფრო გაზრდა.

 

 

 

{Gallery dir='news/18-09-2015-4'}