ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საჩუქარი ქუთაისის უნივერსიტეტს.

 

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ქუთაისის ოფისმა ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებს საჩუქრად გადმოსცა ქართულ და ინგლისურენოვანი წიგნები: სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშები წლების მიხედვით, რომელთა  შორისაა ანგარიში დაბეჭდილი ბრაილის შრიფტით. ასევე, სპეციალური ანგარიშების ქართული და ინგლისური ვერსიები.

მეგობრებო,თქვენ შესაძლებლობა გექნებათ  ქუთაისის უნივერისტეტის ბიბლიოთეკაში იხილოთ წიგნები და ბროშურები უფლებებზე სახალხო დამცველის გამომცემლობიდან.

ქუთაისის უნივერსიტეტი დიდ მადლობას უხდის საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს ესოდენ სასარგებლო და სასიამოვნო საჩუქრისათვის.

{Gallery dir='news/09-11-2015'}


ბოლო სიახლეები