ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

საქართველოს განათლების მეცნიერებათა საზოგადოებრივი აკადემიის საჩუქარი

 

საქართველოს განათლების მეცნიერებათა საზოგადოებრივი აკადემიის მიერ ახლახანს გამოიცა სქელტანიანი წიგნი ფერადი ილუსტრაციებითა და ფოტოებით - ,,საქართველოს განათლების მატიანე“.

წიგნი ეძღვნება ყველა იმ პიროვნებას, ვინც სიყვარულით ემსახურა ქართული განათლების აღორძინებასა და განვითარებას 20 საუკუნის მანძილზე; რომელთა შორისაც ერთ-ერთი გახლავთ ქუთაისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი, პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკ.წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მათემატიკის სწავლების მეთოდიკების კათედრის გამგე - აწ გარდაცვლილი ბატონი ვალერიან ქელბაქიანი. ამ ფაქტით უკვე ყველაფერი ნათქვამია მისი უდიდესი ღვაწლისა და დამსახურების შესახემ არამარტო მშობლიური ქალაქისადმი, არამედ სრულიად ქვეყნისათვის!

,,აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა!“-გენიალური გერმანელი ფილოსოფოსის გოლტფრიდ ლაიბნიცის ეს გამონათქვამი და ასევე დიდი ილია ჭავჭავაძის უკვდავი მოწოდება -,,ენა, მამული, სარწმუნოება!“ საფუძვლად უდევს და ლაიტმოტივად გასდევს ამ მეტად ფასეული წიგნის შექმნას.

,,საქართველოს განათლების მატიანე“ საქართველოს განათლების მეცნიერებათა საზოგადოებრივი აკადემიის მიერ საჩუქრად გადაეცათ ბატონ ვალერიან ქელბაქიანის ოჯახის წევრებს - მისი დაწყებული საქმის ღირსეულ გამგრძელებლებს. ბატონი ვალერიანის პიროვნების ამ წიგნში შეტანა საამაყოა არამარტო მისი ოჯახისათვის, არამედ ყველასთვის, ვისაც კი შეხება და საქმიანი ურთიერთობა ჰქონია ქუთაისის უნივერსიტეტთან.

ქალბატონი ლელა და ლალი ქელბაქიანები დიდ მადლობას უხდიან წიგნის რედაქტორსა და ავტორებს მათგან მიღებული საჩუქრისათვის.

{Gallery dir='news/12-11-2015'}


ბოლო სიახლეები