ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი -ნიღაბი 2015.

 

30 ნოემბერს გაიხსნა ,,მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ასოციაციის“ მიერ წარმოდგენილი პროექტის - თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი - ,,ნიღაბი 2015“,რომელშიც საქართველოს სხვა უნივერსიტეტების, თურქეთისა და ლატვიის სცენისმოყვარულებთან ერთად მონაწილეობას იღებს ქუთაისის უნივერსიტეტის ნიჭიერი და შემოქმედი ახალგაზრდები.

ფესტივალში მონაწილე სხვადასხვა დასების წარმოდგენილ სპექტაკლებს კომპეტენტური ჟიური შეაფასებს. მათ მიერ გამოვლინდება გამარჯვებულები  ათ სხვადასხვა ნომინაციაში. ჟიურის წევრები არიან ყველასათვის ცნობილი და საყვარელი მსახიობები და რეჟისორები; ასევე თეატრალური პროექტების მენეჯერი.

პირველ დეკემბერს ქუთაისის უნივერსიტეტის თეატრალური დასის წევრებმა აღნიშნული პროექტის ფარგლებში წარმოადგინეს სპექტაკლი ,,მრუდე ბილიკი“.(დასის ხელმძღვანელი და რეჟისორი - ზაზა ლეჟავა)

შედეგები სულ მალე გახდება ცნობილი - 10 დეკემბერს ფესტივალის საზეიმო დახურვა შედგება!

{Gallery dir='news/03-12-2015'}


ბოლო სიახლეები