ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

მარკეტინგული კვლევის შედეგები და რეკომენდაციები ტურიზმის სექტორში

 

9 დეკემბერს ქუთაისის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პრეზენტაცია თემაზე: ,,მარკეტინგული კვლევის შედეგები და რეკომენდაციები ტურიზმის სექტორში თვითმმართველი ქ. ქუთაისისთვის". პრეზენტაცია დაეყრდნო შიდასაუნივერსიტეტო საგრანტო კვლევის შედეგების ანგარიშს (პროექტის კოორდინატორი ნ.ხაზარაძე, ექსპერტები: ლ.ქელბაქიანი, ნ.ჩიხლაძე, გ.შანიძე, გ.ჭუმბურიძე, დ.შავიანიძე, ე.დეისაძე, ვ.გურაბანიძე).

 

პრეზენტაცია წარმოადგინეს პროექტის ექსპერტებმა ელგუჯა დეისაძემ და გიორგი ჭუმბურიძემ. განხილვაში მონაწილეობდნენ: ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი- ბატონი შოთა მურღულია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები - ბატონი ნიკოლოზ ლატარია და ბატონი ბექა ყანჩელი; შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები.

 

კვლევის ანგარიშში წარმოდგენილია ტურიზმის განვითარების წინადადებები და რეკომენდაციები, რომელიც ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტს გადაეცა განვითარების სტრატეგიაში გასათვალისწინებლად.

 

{Gallery dir='news/10-12-2015'}


ბოლო სიახლეები