ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ჯადოსნური სამყარო

 

17 დეკემბერი-ბარბარობის ბრწყინვალე დღესასწაული ,,ჯადოსნურ სამყარო“-ში

 

ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებმა კულტურული ცენტრის, სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივითა და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის  თანადგომით ბარბარობის ბრწყინვალე დღესასწაული და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს ქუთაისის შშმ ბავშვთა დღის ცენტრ ,,ჯადოსნური სამყაროს’’ ბენეფიციარებს.

წინასაახალწლო ვიზიტი ,,ჯადოსნურ სამყაროში“ქუთაისის უნივერსიტეტისათვის ტრადიციადაა ქცეული. იქ მყოფ ბავშვებს ძალიან უხარიათ სტუდენტების სტუმრობა- სასიამოვნოდ ატარებენ დროს მათ გვერდით. უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა  ტკბილეულთან ერთად გასართობი პროგრამაც წარმოუდგინეს  ბავშვებსა და თანამშრომლებს.

ერთობლივი ღონისძიება ძალიან თბილი და ამაღელვებელი გამოვიდა ყველასათვის. ბავშვებმა სტუდენტებთან ერთად იცეკვეს, იმღერეს, წაიკითხეს ლექსები და მადლობა გადაუხადეს ღონისძიების ინიციატორებს.

{Gallery dir='news/17-12-2015-3'}


ბოლო სიახლეები