ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

18 დეკემბერს უნივერსიტეტის სტუდენტები და თანამშრომლები მოხუცთა პანსიონატს ესტუმრნენ.

 

ქუთაისის უნივერსიტეტმა დღეს მოახლოებული 19 დეკემბერი - ნიკოლოზობის ბრწყინვალე დღესასწაული  მიულოცა  თავშესაფარში მცხოვრებ მოხუცებს. ეს ტრადიცია უკვე წლებია გრძელდება: ტკბილეული და სხვადასხვა ტიპის გასართობი პროგრამა ყოველ ნიკოლოზობა დღეს მიაქვთ ხოლმე სტუდენტებს ხანდაზმულებისათვის; რათა რამოდენიმე საათი მათთან ერთად გაატარონ და შეუქმნან მოხუცებს მხიარული, წინასაახალწლო განწყობა.

პანსიონატის მცხოვრებნი და თანამშრომლები ყოველთვის დიდი სიყვარულითა და სითბოთი ხვდებიან სტუმრებს, მადლიერების გამოხატვას არ იშურებენ მათთვის და მათთან ერთად მონაწილეობას იღებენ იქ  წარმოდგენილ ღონისძიებებში.

წელს სტუდენტებმა პოეზიის საღამო გამართეს მათთვის: წაიკითხეს სხვადასხვა ცნობილი და ასევე ახალგაზრდა  ქართველი პოეტების ლექსები. ასევე შეასრულეს ქალაქური სიმღერები გიტარის თანხლებით.

მასპინძლებმა ტრადიციას არ უღალატეს და თავადაც წაიკითხეს ლექსები, ახალგაზრდებთან ერთად იმღერეს და იხალისეს.

დამშვიდობებისას მოხუცებმა დიდი მადლობა გადაუხადეს ღონისძიებაში მონაწილე სტუდენტებსა და მთლიანად ქუთაისის უნივერსიტეტს; სურვილი გამოთქვეს, რომ უახლოეს მომავალში თავადაც ესტუმრონ ქუთაისის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზს, რათა ადგილზე იხილონ სცენისმოყვარულთა მიერ გაკეთებული ახალი სპექტაკლები.

{Gallery dir='news/18-12-2015'}


ბოლო სიახლეები