ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

შემოქმედებითი კვირეული ქუთაისის უნივერსიტეტში

 

11 დეკემბერს ქუთაისის უნივერსიტეტში შემოქმედებითი კვირეული გაიხსნა: უნივერსიტეტის თეტრალური დასის წევრებმა ბალანჩივაძეების სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე წარმოადგინეს დრამა -,,მრუდე ბილიკი“(დასის ხელმძღვანელი და რეჟისორი ზაზა ლეჟავა). მოყვარული თატრალებისათვის ეს უკვე მეორე სპექტაკი გახლდათ ამ სცენაზე. ადრე მათ აქ წარმოადგინეს სპექტაკლი- ,,ეზოში ავი ძაღლია“. ახალგაზრდა სცენისმოყვარულებმა შეძლეს და დარბაზი სრულად დაიპყრეს გულწრფელი და მონდომებული თამაშით. დიდხანს არ შეწყვეტილა მაყურებელთა ტაში და ოვაცია.

მაყურებელთა ასეთ სიმრავლეს ალბათ ბევრი პროფესიონალი შემოქმედი ისურვებდა.

თუმცა გუშინდელი დღე ამით არ დასრულებულა: ერთსაათიანი შესვენების შემდეგ ამავე სცენაზე უნივერსიტეტის მხიარულთა და საზრიანთა კლუბის თამაშების ფინალი შედგა და დარბაზი მართლაც რომ გადაიჭედა ჩვენი მხიარულებისა და საზრიანების გულშემატკივრებით.

მიუხედავად იმისა, რომ მან-სან-კანი მეგობრობის თამაშია, ჟიურის შეფასებების მიხედვით გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი - ,,ბუფეტი“ და ისინი სეზონის ჩემპიონები გახდნენ.

კვირეული ქუთაისის უნივერსიტეტში გრძელდება და აქვე მინდა დავაანონსო, რომ დღეს ინტელექტუალური კლუბის - ,,რა, სად, როდის?“ ფინალი გაიმართება.

აქვე შეგახსენებთ, რომ 13 იანვარს ჩვენი სტუდენტები პოეზიის საამოს წარმოგვიდგენენ. ამჯერად ისინი უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გადმოინაცვლებენ და ჩვენი პატარა და მყუდრო დარბაზი კიდევ ერთი ლამაზი ღონისძიების ისტორიას შემოგვინახავს.