2016 წლის 1 - 8 მაისს ბელგიასა და ჰოლანდიაში ტარდება ევროპის ყველაზე დიდი გაეროს კონფერენცია ახალგაზრდებისთვის, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს საქართველოდან. ღონისძიება მიმდინარეობს ევროპარლამენტის პატრონაჟითა და მეთვალყურეობით. დაგეგმილია ვიზიტები ნატოს შტაბ-ბინაში, ევროპარლამენტსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეგიონალურ საინფორმაციო ცენტრში. დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული.