16 აპრილს უკვე მეშვიდედ, ქუთაისის უნივერსიტეტში ჩატარდა ტესტირება ზოგად უნარებში ქუთაისის უნივერსიტეტის აკრედიტებულ საბაკალავრო პროგრამებზე სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად.
გრანტი გათამაშდება ქუთაისის უნივერსიტეტში ჩარიცხულ აბიტურიენტებს შორის. მათგან I, II, III შედეგის მქონე პირები შესაბამისად მიიღებენ ერთ 100 %-იან და ორ 50 %-იან დაფინანსებას.
თუ გამარჯვებულები პარალელურად მოიპოვებენ სახელმწიფო გრანტს, უნივერსიტეტის მიერ დაწესებული გრანტი შეუნარჩუნდებათ სტიპენდიის სახით.
ტესტირება ერთიანი ეროვნული გამოცდების იდენტურად მიმდინარეობდა.
დამკვირვებლებად აუდიტორიებში უნივერსიტეტის თანამშრომლებთან ერთად ქუთაისის უნივერსიტეტის აქტიური და მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებიც იმყოფებოდნენ.
კონკურსის შედეგები ცნობილი გახდება და გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებ.გვერდზე(unik.edu.ge) ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის დასრულებისთანავე.
ტესტირების მონაწილეებს ვუსურვებთ წარმატებით გაევლოთ ერთიანი ეროვნული გამოცდები!