ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ტრენერთა ტრეინინგი ბოლცანოში (სამხრ. ტიროლის რეგიონი ჩრდ. იტალიაში)

 

ევროკავშირის "TEMPUS" პროგრამის  "Cruise-T" პროექტის ფარგლებში ქუთაისის უნივერსიტეტის 4 წარმომადგენელი ესწრებოდა ტრეინინგ–სემინარებს, რომლებიც გასულ კვირას (2016 წლის 2–8 აპრილი) ჩატარდა ქ. ბოლცანოში. ტრეინინგ–სემინარები დაყოფილი იყო 3 სექციად შემდეგი თემატიკის მიხედვით:

 

  1. დანიშნულების ადგილის (დესტინაციის) მენეჯმენტი და პროდუქტის განვითარება (ესწრებოდნენ ლელა ქელბაქიანი – ქუთაისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი და ელგუჯა დეისაძე – ქუ–ის ასისტენტ პროფესორი)
  2. სტუმარმასპინძლობა და სასტუმროების მენეჯმენტი (გიორგი ჭუმბურიძე – მოწვეული სპეციალისტი)
  3. მწვანე & სოფლის ტურიზმი (ნინო ხაზარაძე – ქუ–ის ასოცირებული პროფესორი).

 

EURAC კვლევით ცენტრში ჩატარებული ტრეინინგების დასრულების შემდეგ მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა განეხორცილებინათ ე.წ. "საველე კვლევები". მათ დაათვალიერეს სამხრეთ ტიროლის უმშვენიერესი მთიანი რეგიონის სხვადასხვა ტურისტული დანიშნულების ადგილები.

 

ბოლცანოს შეხვედრების ბოლო დღე დაეთმო მომავალი გეგმების განხილვას – თუ როგორ გამოიყენებენ პარტნიორი უნივერსიტეტები იტალიაში მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას ტურისტული საკონსულტაციო მომსახურების გაწევის დროს "Cruise-T" პროექტით დაფუძნებული კომპეტენციის ცენტრების ფარგლებში.

{Gallery dir='news/18-04-2016'}

ბოლო სიახლეები