დასრულდა ჩემპიონატი, რომელიც გაიმართა საქართველოს რაგბის კავშირის ინიციატივითა და ორგანიზებით. აღნიშნული ჩემპიონატი რაგბის კლუბი "ქუთაისის უნივერსიტეტი"-სათვის მეტად სასიხარულო და წარმატებული გამოდგა: ახალგაზრდა რაგბისტებმა მოიგეს საქართველოს რეგიონული ჩემპიონატი და გადავიდნენ პირველ ლიგაში.
ვულოცავთ კლუბ ,,ქუთაისის უნივერსიტეტი“-ს ღირსეულ, დამსახურებულ გამარჯვებას და ვუსურვებთ მათ შემდგომ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს!
აქვე მინდა შეგახსენოთ, ფინალური შეხვედრა, რომელიც ქუთაისის უნივერსიტეტის მორაგბეთა გუნდმა წყალტუბოს ,,დინოზავრი“-სთან გამართა, დასრულდა ანგარიშის დიდი სხვაობით - 92:15.
აღსანიშნავია, რომ მთელი ჩემპიონატის მანძილზე ,,ქუთაისის უნივერსიტეტი“ უპირობო ლიდერი გახლდათ: ჩემპოინატის მანძილზე ჩატარებული 15 თამაშიდან უნივერსიტეტის მორაგბეთა გუნდმა 15-ივე მატჩი გამარჯვებით დაასრულა.
{Gallery dir='news/25-04-2016'}