ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

დასაქმების ფორუმი 2016

 

ქუთაისის უნივერსიტეტმა წელს უკვე მეექვსედ მიიღო მონაწილეობა დასაქმების ფორუმში. ამ პროექტის დახმარებით უკვე დასაქმებულია უნივერსიტეტის არაერთი კურსდამთავრებული როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში.

25მაისს ბათუმში სასტუმრო ,, ჰილტონ ბათუმ“- ში ჩატარდა ,,დასაქმების ფორუმი - 2016’’. ქუთაისის უნივერსიტეტის მეოთხე კურსის მაღალი რეიტინგისა და გამორჩეული აქტივობის სტუდენტებმა რექტორატის ინიციატივითა და მხარდაჭერით მონაწილეობა მიიღეს აღნიშნულ ფორუმში.

ფორუმზე წარმოდგენილი იყო საქართველოში მოქმედი დიდი და საშუალო კომპანიები (საბანკო, სადაზღვევო და სამედიცინო სფეროდან), რომელთა წარმომადგენლები სტუდენტებს პირისპირ გაესაუბრნენ, აპლიკანტებს საშუალება მისცეს წარმოედგინათ საკუთარი თავი. სტუდენტებმა სურვილისამებრ დატოვეს შევსებული სააპლიკაციო ფორმები.

ვუსურვოთ ფორუმის მონაწილეებს დასაქმების რეალური შანსის გამოყენება და წარმატებები.

{Gallery dir='news/27-05-2016'}