ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

2011 წლის აბიტურიენტების რეგისტრაცია

Online რეგისტრაციისათვის აბიტურიენტი 14 თებერვლიდან უნდა ეწვიოს გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდს www.naec.ge ან online.naec.ge.

ინტერნეტით რეგისტრაციის უპირატესობებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ აბიტურიენტს შეუძლია არაერთხელ შეცვალოს საკუთარი არჩევანი   რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე. გარდა ამისა, ინტერნეტით რეგისტრაციისას აბიტურიენტი მაქსიმალურად დაცულია მექანიკური შეცდომებისგან.

 

აბიტურიენტებს ასევე შეუძლიათ სარეგისტრაციო ანკეტა შეავსონ:

  • დამამთავრებელი სკოლის მოსწავლეებმა - სკოლებში;
  • სკოლადამთავრებულებმა - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, გარდა თბილისისა;


მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტების საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაციაც 14 თებერვალს დაიწყება.
საერთო სამაგისტრო გამოცდასა და სტუდენტების საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველები  ინტერნეტით (
www.naec.ge ან online.naec.ge) უნდა დარეგისტრირდნენ, პედაგოგებს კი შესაძლებლობა ექნებათ გამოცდების ეროვნული ცენტრის განაცხადი ელექტრონულად ან რესურსცენტრებში შეავსონ.


სერტიფიცირებულმა პედაგოგებმა, რომლებსაც სურთ ინგლისურისა და კომპიუტერის გამოცდის ჩაბარება, რეგისტრაცია ინტერნეტით (www.naec.ge ან online.naec.ge) უნდა გაიარონ 21 თებერვლიდან 25 მარტის ჩათვლით.

რეგისტრაციის პროცესი შეწყდება 25 მარტს.


გამოცდებში მონაწილეობის საფასურის გადახდა

გამოცდებში მონაწილეობის საფასურის გადახდა (ნაღდი ანგარიშსწორებით ან გადარიცხვით) უნდა მოხდეს შემდეგ საბანკო რეკვიზიტებზე:

–        სსიპ ,,გამოცდების ეროვნული ცენტრი”;

–        ს/კ 202198727;

–        სს ,,საქართველოს ბანკი”;

–        ბანკის კოდი: 220101502;

–        ანგარიში: GE96BG0000000877412000.

 

 

გადახდის შესაძლო საშუალებები და ტარიფები:

  1. საქართველოს ბანკის ფილიალებში - საკომისიო 0,5 ლარი;
  2. ვებგვერდზე www.ipay.ge -  საკომისიო 1 ლარი;
  3. ,,აიფეის‘‘ აგენტების ქსელში (საჯარო რეესტრის სააგენტოებში) - საკომისიო 0,5 ლარი.
  4. „საქართველოს ბანკის“ ბანკომატების მეშვეობით - საკომისიო 0,5 ლარი;
  5. „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - საკომისიო  0,5 ლარი;
  6. ინტერნეტბანკით  - საკომისიო 1 ლარი.

გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს  მონაწილის გვარი, სახელი, პირადი ნომერი, პირადობის მოწმობის (ან პასპორტის) სერია და ნომერი.

საფასურის გადახდა შეუძლია როგორც გამოცდებში მონაწილეობის მსურველს, ისე სხვა პირს, რომელიც გადახდისას მიუთითებს მონაწილის შესაბამის მონაცემებს.

 

გამოცდებში მონაწილეობის საფასური:

ერთიანი ეროვნული გამოცდები – ერთი  გამოცდის  ჩაბარების  საფასურია  10  ლარი;

საერთო სამაგისტრო გამოცდა – 50 ლარი;

სტუდენტების საგრანტო კონკურსი – 10 ლარი;

მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდა (თუ აპლიკანტის გამოცდაში მონაწილეობის საფასურს არ ფარავს სახელმწიფო) – ერთი გამოცდის ჩაბარების საფასურია 25 ლარი;

 

 

ინგლისურისა და კომპიუტერის გამოცდაში მონაწილეობა უფასოა.


ბოლო სიახლეები