ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ERASMUS თბილისი

 

CURE პროექტის წარმატებული დასაწყისი

 

 

ERASMUS+ ის   პროექტის CURE ფარგლებში 12-15 დეკემბერს, თბილისში,ილიას უნივერსიტეტში შედგა კონსორციუმის წევრების პირველი სამუშაო შეხვედრა, სადაც ევროპის (ავსტრია, ტალინის(ესტონეთი) , პოლონეთი,  ინგლისი ),ისრაელისა და საქართველოს უნივერსიტეტებს შორის ერთ - ერთი მონაწილე ქუთაისის უნივერსიტეტია.

აღნიშნულ შეხვედრაზე ქუთაისის უნივერსიტეტიდან წარმოდგენილი  იყო პროექტის ოთხი თანამშრომელი :

ნინო ხაზარაძე – შპს „ქუთაისის უნივესიტეტის“ დირექტორი და რექტორის მოვალეობის შემსრულებელი;

ელგუჯა დეისაძე – ქუთაისის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მენეჯერი და CURE პროექტის კოორდინატორი ამავე უნივერსიტეტში;

თინათინ მეფარიშვილი – ქუთაისის უნივერსიტეტის მასწავლებელი/მკვლევარი.

გაგა ჩიხლაძე - ქუთაისის უნივერსიტეტის მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერი , ორი სტუდენტი: გიზო სართანია და თამარ მანაგაძე.

მთავარი სესია გაცნობითი ხასიათის იყო: ქუთაისის უნივერსიტეტის პრეზენტაცია პროექტის მკვლევარმა თინათინ მეფარიშვილმა წარმოადგინა,სადაც ისაუბრა  ქუთაისის უნივერსიტეტის როლის, მიზნებისა და  გეგმების შესახებ.

პროექტის მონაწილეები გადანაწილებული იყვნენ სხვადასხვა სამუშაო ჯგუფებში: აქტიური მოქალაქეობის ხელშეწყობა , სტუდენტთა ლიდერობის ჯგუფი, რომელშიც მხოლოდ საქართველოსა და ისრაელის სტუდენტები იყვნენ ჩართული,

პორტალის განვითარების , ინფორმაციის გავრცელების ,მენეჯმენტი და საორგანიზაციო კომიტეტი.

შეხვედრა ძალიან საინტერესო  სამუშაო ვითარებაში მიმდინარეობდა; დაისახა სამომავლო გეგმებიც: მორიგი სამუშაო შეხვედრა 2017 წლის მარტში ისრაელში დაიგეგმა.

თამამად შეგვიძლია  ვთქვათ, რომ ქუთაისის უნივერსიტეტმა ERASMUS+ -ის პროექტ CURE- ში სტარტი წარმატებით აიღო!


ბოლო სიახლეები